უნიკალური პროგრამები
მედალპიას უნიკალური პროგრამების შემუშავებას საფუძვლად უდევს:
- მცენარეების უნიკალური სამკურნალო თვისებებისა და ადამიანის ანატომიის, დაფარული რესურსების ღრმა ცოდნა;
- ინგა ნიჟარაძის მიერ წლების მანძილზე მკურნალობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება;
- ექსპერიმენტული დაკვირვებები, მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და ინოვაციური მიგნებებისკენ.
ძვლის, ხრტილოვანი სტრუქტურისა და მყესების აღდგენა
მედალპიაში იკურნება ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიც არის:
- ხერხემლის პრობლემები;
- კოქს-ართროზი;
- მუხლის ართროზი
- დაზიანებული მყესი და იოგები;
- დაზიანებული მენისკი;
- ხელოვნური სახსარი;
- სასახსრე ჩანთის ანთება;
- მოტეხილობა;
- ძველი მოტეხილობების რეაბილიტაცია;
- ოსტეომელიტი;
- ტროპიკული წყლული;
დაზიანებული მენისკის დროს ხდება ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაცია. მეთოდიკა არ არის ინვაზიური. მკურნალობა ხორციელდება საფენის დადებით (ქირურგიული ჩარევის გარეშე).
კოქს-ართროზი და ხერხემლის დაზიანება
კოქს-ართროზისა და ხერხემლის მკურნალობას 2 წელი სჭირდება. აქედან ძირითადი წამლების დადება პირველ თვენახევარში, 15 პროცედურის მანძილზე ხდება. შემდეგი 3 თვე დასვენების ფაზაა. ამის მერე კი ინიშნება 10 სპეციალიზირებული პროცედურა, რომელიც შედეგის მიღწევის აუცილებელი ნაწილია. სპეციალიზირებული პროცედურების დროს გაზრდილს ხრტილს (რომელიც დასვენების ფაზაში იზრდება) ეძლევა ფორმა. სპეციალიზირებული ვარჯიშები დაზიანებული სახსრებისთვის ანატომიური ფორმების ფორმირების გარანტიაა.
სპეციალიზებული პროცედურის შემდეგ პაციენტი ისევ 3 თვეს ისვენებს და ასე გრძელდება 2 წლის განმავლობაში.
შედეგების გადამოწმება ხდება MRT -ით მკურნალობის საწყისი ფორმისა და 2 წლის შედეგის შედარებით.
კოქს-ართროზის შედარება ხდება რენდგენის სურათით 2 წელიწადში
მოტეხილობები
მოტეხილობების მკურნალობა განსაკუთებული, წლების განმავლობაში გამოცდილი მეთოდით ხდება. მედალპიაში ფეხზე დადგომის შედეგი სტანდარტულ შედეგებთან შედარებით, რომელიც 6/8 თვეს მოიცავს, მესამედ დროში მიიღწევა. მედალპიის მეთოდი მოტეხილობიდან 3 კვირაში ახორცებს ძვალს, შემდეგი 3 კვირა ეთმობა რეაბილიტაციას, რის შედეგადაც პაციენტი სრულყოფილ ცხოვრებას უბრუნდება.
მედალპიის მეთოდი არჩენს ისეთ რთულ მოტეხილობებს, როგორებიცაა:
- ხერხემლის მოტეხილობა;
- მენჯის მოტეხილობა;
- ტაბუხის მოტეხილობა;
- წვივის ძვლების მოტეხილობა
- კოჭ-წვივის მოტეხილობა;
- მხრის მოტეხილობა;
- მაჯის მოტეხილობა;
- ლავიწის ძვლის მოტეხილობა;
- ნაწოლები.
სიმელოტის მკურნალობა
მედალპიაში ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად, უნიკალური, სიმელოტის მკურნალობის მეთოდი დაინერგა.
სიმელოტის მკურნალობა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და შედეგი თმის ბოლქვის აღდგენის, ადამიანის სხეულის გამოუყენებელი რესურსის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა.
მეთოდი:
სიმელოტის დროს თმის ბოლქვის გარქოვანება ხდება, რასაც იწვევს წვრილი სისხლძარღვოვანი სისტემის გამტარიანობის დარღვევა. ჩვენი მალამო, პირველ რიგში, სწორედ ამ გამტარიანობას აღადგენს, რის შედეგადაც მიიღწევა ბოლქვების გაჯანსაღება.
დაზიანებული თმების მკურნალობა
როგორც იცით, თმას განსაკუთრებით აზიანებს შეღებვა, ქლორიანი წყალი და თმის საშრობით დავარცხნა.
მედალპიას მალამო სრულიად აღადგენს დაზიანებულ თმას და მას 3 პროცედურის მერე განსაკუთრებულ ბზინვარებას აძლევს
დაზიანებული თმის მკურნალობისას, ყოველი შეღებვის შემდეგ, სასურველია ერთი წლის განმავლობაში მოხდეს სამკურნალო ნიღბის პროცედურის განმეორება.
დაზიანებული წარბი და წამწამი
მედალპიაში ცალკე ხდება დაზიანებული წარბისა და წამწამის ბუნებრივი გახშირება-დაგრძელება.
პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა
პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა გაახალგაზრდავების პროგრამაა, რომელსაც საფუძვლად უდევს კუნთის აღგდენა/დამოკლება, რაც შედეგად იწვევს კანის ბუნებრივ გადაჭიმვას. პროგრამა იყენებს უნიკალურ მალამოებს და სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებულ ეთერზეთებს.
სტრიები, შრამები და დამწვრობა
შრამებისა და სტრიების მკურნალობა კუნთზე მუშაობით მიმდინარეობს. პროცედურების შედეგად თქვენი კანი გლუვი და ერთგვაროვანი გახდება. მზის რუჯი, რომელსაც კანზე მიიღებთ, თანაბრად დაფარავს სხეულს და აღარ მოხდება თეთრი სტრიების კანისგან გამოკვეთა. ჩემი მუშაობის შედეგი სტრიებისა და ძველი შრამების მკურნალობისას 80%-ით განისაზღვრება.
სტრიებთან მუშაობის პროცესში, კუნთზე მუშაობის შედეგად, ხსეულის ბუნებრვი კორექცია მიმდინარეობს. სტრიების გაქრობა და კორექცია ხდება ისეთ ზონებზე, როგორებიცაა:
პროცედურის ხანგრძლივობა და შედეგი:
შედეგი მიიღწევა 2/3 კვირაში. აუცილებელია მინიმუმ 10 გადახვევა. მკურნალობის შემდეგ სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ ნამკურნალევი ადგილის გადახვევა ეფექტის შესანარჩუნებლად.
მკურნალობა მასაჟის გარეშე, ნახვევების დადებით მიმდინარეობს
ახალი დამწვრობა
ახალი დამწვრობა, მედალპიაში სრულიად, 100%-ით განკურნებადია.
სახის ოვალის აღდგენა
გარკვეული ასაკის მერე ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მწვავედ აწუხებთ სახის ოვალის პრობლემა, რადგან სწორედ ის არის ასაკში შესვლის პირველი ნიშანი. ყველასათვის ცნობილი ბრენდები ამ პრობლემის სამკურნალოდ მხოლოდ კანსა და მის სტრუქტურაზე მუშაობენ მაშინ, როცა ჩემი მეთოდი კუნთის აღდგენაზე არის ორიენტირებული.
მედალპიას მალამო არ ამუშავებს სახის ნაოჭებს, ის ამუშავებს კუნთებს და სწორედ ამის ბაზაზე აღადგენს ოვალს, ნაოჭების ალაგება კი თავისთავად ხდება.
სახის ოვალის აღდგენა 10/15 წლით აახალგაზრდავებს ადამიანს.
მკურნალობის მეთოდი:
მალამოს სახეზე წასმის მეთოდი განსაკუთრებულია. ის არ არის მეთოდი, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად იყენებთ. მისი შესწავლა მედალპიაში ხდება, არის სასიამოვნო და მარტივი პროცედურა.
მალამოს წასმა თავისუფლად არის შესაძლებელი მაკიაჟის ქვეშ.
ხანგრძლივობა:
ერთი კურსის ჩასატარებლად 50 გრამი მალამოა საჭირო. სტანდარტული კუსრი 2 თვეს გრძელდება; 2 თვიანი კურსის გამეორება ყოველ 8 თვეშია რეკომენდირებული.
არასტანდარტული შემთხვევებისას, საუბარია ღაბაბის არსებობაზე, მკურნალობა უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს და ნახვევების გამოყენებას ითვალისიწინებს.
ოქროსფერი რუჯი
მზის რუჯის მიღებას წინასწარი მომზადება სჭირდება.
ყველამ კარგად ვიცით, რომ მზის სხივების მოჭარბებული მიღება აშრობს, ალაქავებს, და აბერებს კანს. მედაპლიას ოქროსფერი რუჯის მალამო სწორედ ასეთი ნეგატიური შედეგების დადგომისაგან იცავს კანს და მუდმივად ჯანმრთელ და, ამავდროულად, მიმზიდველ ფორმაში ამყოფებს.
მალამო შეუცვლელია:
- პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის, ვინც იწვება მზეზე, წითლდება და ფერი 2 დღეში გადასდის;
- საქმიანი ადამიანებისთვის, ვისაც შედეგის მიღწევა მალე, ქალაქის პირობებში სურს;
- ზღვის რუჯის შესანარჩუნებლად ქალაქის პირობებში
- სოლარიუმში შესვლისას
მალამოს წასმით, თქვენ ქალაქის პირობებში სწრაფად და ეფექტურად იღებთ ოქროსფერს,
3 ჯერ თითო-თითო საათით მზეზე დაწოლის შედეგად.